არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი მარნები მიწაში ჩაფლული
ქვევრებით, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის სასმისებით, რომლებიც
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III-II ათასწლეულებით თარიღდება იმის ნათელი
დადასტურებაა, რომ საქართველო ითვლება კულტურული ვაზის (Vitis
viniferaL) წარმოშობის ერთ–ერთ პირველ ცენტრად.
ქართული მასალების ასაკი და სახეობათა სრულყოფილება ნათლად მოწმობს,
რომ საქართველოში ვაზის მოშენებისა და ღვინის დამზადება ჩვენს
წელთაღრიცხვამდე 7000 წლის წინ , ან უფრო ადრე იყო. საქართველოში
ვაზის ხანგრძლივი კულტივირების დამადასტურებელ ფაქტს წარმოადგენს
თესლების არქეოლოგიური ნარჩენები. მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე
ჯიში. საქართველოში ვაზის 450-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან
სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და
9 სუფრის. საქართველოს ვენახების 65-70% კახეთშია
კონცენტრირებული.
საუკეთესო ხარისხის ღვინოების მომცემი სამრეწველო ვენახები
გაშენებულია მდინარეების - ალაზნისა და ივრის აუზებში, ზღვის დონიდან
400-700 მეტრ სიმაღლეზე. კახეთში ჰავა ზომიერად თბილია, საშუალოდ
წელიწადში აქტიური ტემპერატურის ჟამი 3500-42000–ს შორისმერყეობს,
ატმოსფერული ნალექების ჟამი 400-800 მმ ფარგლებში, მზის ნათების
ხანგრძივობა კი 2000-2200 საათს შეადგენს. დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთში
ალაზნისა და ივრის მდინარეებს შორის. ეს ადგილბი მიეკუთვნება კახეთის
რეგიონის ერთერთ მნიშვნელოვან მხარეს, რომელსაც ქიზიყი ქვია.
ისტორიულ წყაროებში პირველად კამბეჩოვანის (სტრაბონს აქვს
მოხსენიებული, როგორც „კამბისენე“ ) სახელწოდებით ჩნდებადა ჰერეთის
სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად არის მოხსენიებული. მაშინდელი
კამბეჩოვანის მთავარი ქალაქი ხორნაბუჯია, რომელიც III საუკუნიდან
აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქი იყო
უჯარმას და ჭერემთან ერთად. ხოლო V საუკუნეში, ვახტანგ გოგასალის
დროს, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა პირველ
თორმეტ ეპარქიას შორის იყო „ხორნაბუჯის“ ეპარქიაც. ქიზიყი მკვიდრად
შევიდა ჩვენი კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში; სახელწოდება
ქიზიყი ძირითადად მას შემდეგ გვხვდება, რაც საქართველო დაიშალა
სამეფო-სამთავროებად, კერძოდ კი XV საუკუნიდან. ქიზიყელი გლეხები
განთავისუფლებულები არიან ბატონყმური ვალდებულებისაგან და დანიშნული
მოuრავის საშუალებით პირდაპირ კახეთის მეფეს ემორჩილებიან; ამ
თავისებურებამ დიდი როლი შეასრულა მათი ხასიათის განმტკიცებაში ,
თავისუფლების სიყვარულში, მეფისა და სამშობლოს ერთგულებაში;
ტერმინი “ზედაშე” განსხვავებული შინაარსის მატარებელი სიტყვაა, მაგრამ
უპირველესად ის ღვინოსთან და ქვევრთანაა დაკავშირებული.
სულხან-საბაორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, „ზედაშე – შესაწირავი
ღვინო”-ა. რაც ეტიმოლოგიურად „ზედა შესაწირიდან“ შეიძლება იყოს
ნაწარმოები.ძველი აღთქმის მიხედვით აბრაამის მიერ მელქისედეკზე
გადახდილი ნადავლის ათი პროცენტის გადახდის შემდეგ დაწესდა
შემოქმედისადმი შესაწირი . როდესაც განმანათლებელი წმინდანინო
საქართველოში შემოვიდა, მას ხელში ეჭირა ვაზისგან დამზადებული,
საკუთარი თმით შეკრული ჯვარი. მას შემდეგ ვაზი ახალი რელიგიის
სიმბოლოდაც იქცა. შესაბამისად ეკლესიისათვის შესაწირის განუყოფელი
ნაწილი ღვინოც გახდა. რადგან მიწები და ვენახები ბატონებისა იყო,
ყველა გადასახადსაც ბატონები იხდიდნენ, ხოლო ქიზიყში ეს გადასახადები
თავისუფალი გლეხის ვალდებულებად იქცა.
ღვთისადმი შესაწირს ერთი გვარის ოჯახები ერთად წურავდა
განსაკუთრებულად მოწყობილ და მოვლილ ქვევრში. შემდეგ დაყენებულ ღვინოს
ეკლესიას წირავდა. გვარის გამრავლების შემდეგ ცალკეულმა ოჯახებმა
ახალი ზედაშეები შექმნეს. დღეისათვის ქიზიყში თითქმის ყველა გვარსა და
შტოს თავისი ზედაშე აქვს, თუმცა იშვიათი თუ აყენებს მასში ღვინოს
ეკლესიისათვის შესაწირად. საზედაშე ადგილი და ქვევრები იკურთხებოდა იმ
წმინდანის სახელზე, რომელ ტაძარშიც ხდებოდა განსაკუთრებული წესით
დაყენებული საბარძიმე ღვინის შეწირვა. მე-20 საუკუნეში ზედაშის
ჭეშმარიტი დანიშნულება დაივიწყეს, თუმცა მისი როგორც საკრალური
ადგილისადმი დამოკიდებულება ბოლომდე იქნა შენარჩუნებული.